ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ?⭐️

ჩემი თვალით დანახული მე-10კლასის მოსწავლეები და მათი თვალით დანახული

ქართულის პედაგოგი : ქრისტინე გვასალია??❤️(მე?


image

მეხუტე კლასის მოსწავლე გიორგი უგულავა

სკოლის დირექცია ულოცავს მეხუთე კლასის მოსწავლეს,

გიორგი უგულავა

 კინგსის საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეულ
წარმატებებს !
ჩვენი სკოლა ამაყობს შენით!

image

სკოლა იცავს პანდემისთასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას..

მოგესალმებით.
სკოლა იცავს პანდემისთასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.. სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება- დეზინფექცია მიმდინარეობს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით

image

15 თებერვლიდან სწავლა რეალურ სივრცეში დაიწყენა

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო!
15 თებერვლიდან სწავლა სასკოლო ოთახებში განხორციელდება. ჩვენი სკოლა დიდი სიარულით ელის თავის მოსწავლეებს დაცულ და უსაფრთხო გარემოში.
გვინდა გაგაცნოთ, ის ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ,როგორიც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან,ასევე სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.
1.სკოლა არის აღჭურვილი ხელის სადეზინფექციო ხელსაწყოთი და სადეზინფექციო 70% შემცველი სითხით .დეზობარიერით , რომელიც მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო სითხით. შემახსენებელი სტიკერები არის განთავსებული საჭიროებიდან გამომდინარე (გაიარე დეზობარიერი , ხელის სადეზინფექციო სითხით დამუშავების წესი,ხელის დაბანის წესი, დაიცავი დისტანცია,გაიკეთე პირბადე და ა.შ).
2.სველი წერტილები არის აღჭურვილი თხევადე სასაპნე მოწყობილობითა და თხევადი საპნით,ერთჯერადი ხელსაწმენდით,დახურული ურნით,ტუალეტის ქაღალდითა და ცხელი წყლით.სათანადო ადგილზე არის განთავსებული შემახსენებელი სტიკერები.
სველი წერტილები ლაგდება ყველა დასვენების შემდეგ,რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად სადეზინფექციო ხსნარებით . დამლაგებელი არის აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით : ხელთათმანები,სახის ფარი,წყალგაუმტარი წინსაფარი.
3.ყველა სართულის დერეფანში არის დამონტაჟებული სადეზინფექციო მოზყობილობა 70% -ანი სადეზინფექციო სითხითა და ხელის დამუშავების წესით. ასევე სადეზინფექციო მოწყობილობა ხსნარით არის განთავსებული სკოლაში შესასვლელ ოთხივე კართან, საიზოლაციო ოთახში,ბიბლიოთეკაში, სააქტო დარბაზში, და საერთო სარგებლობის სივრცეში. ყველა საკლასო ოთახში ხელის დასამუშავებელი სითხე.
თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული COVID-19-ი ვირუსის შესახებ პლაკატები,როგორც საინფორმაციო ასევე საპრევენციო .
4.სკოლაში შემოსვლა მოხდება მთავარი შესასვლელიდან. შემოსასვლელში არის განთავსებული დეზობარიერი და ხელის სადეზინფექციო სითხე.სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით
ტრანსპორტირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №20 დანართით - „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის“-შესაბამისად.მოსწავლეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება ტრანსპორტში ასვლამდე; ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება. დილით,ყოველი ტრანსპორტირების დროს, მძღოლები უზრყნველყოფენ თერმოსკრინინგის,რომელიც აღირიცხება ,, მოსწავლეთა თერმოსკრინინგის აღრიცხვის ბარათებში დანართი N37.1
5. სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების, რომლებიც არ სარგებლობენ სკოლის ტრანსპორტით, თერმოსკრინინგი ჩატარდება 09:00 საათიდან 09:20 საათამდე . თერმოსკრინგს ატარებს დირექტორის მიერ დამტკიცებული უფლებამოსილი პირი. კიბეზე არის სტიკერი ასვლა-ჩასვლის მითითებით,ასევე დერეფნებში არის განთავსებული სტიკერები დაიცავი დისტანცია.
მოსწავლეების კლასებში გადანაწილდებიან დანართი 1-ის შესაბამისად!(აზომვითი ნახაზი)
გაკვეთილების განრიგი/შესვენებების დრო განხორციელდება დანართი 2-ის შესაბამისად!
7.სკოლაში მომუშავე და შემომსვლელი ყველა პირი I-IV კლასის მოსწავლეების გარდა ვალდებულია შენობაში ატაროს პირბადე.
8.მშობლებთან კომუნიკაცია დისტანციურად ფეისბუქისა და მესინჯერის პლათფორმისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიმდინარეობს .
9.სკოლის ყველა პერსონალი დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებაზე.
12 თებერვალს მოხდება პერსონალის 20% ის პისიარ ტესტირება, დანარჩენი პერსონალს სწრაფი ტესტი ჩაუტარდება ეტაპობრივად, რაც ყოველ ორ კვირაში განმეორდება.
10. მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის.
11. სსსმ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. სსსმ მოსწავლის მშობელის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე თავისუფლდება პირბადის ტარების ვალდებულებისგან.
12.ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტის ფუნქციონირება,რეკომენდირებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსი და სასმელი წყალი დასტიკერებული მოსწავლის სახელი და გვარით. დაწყებითი კლასის ბავშვები, რომლებიც რჩებიან გახანგრძლივებულ ჯგუფებში, სკოლა უზრუნველყოფს კვებით,სასკოლო კვება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის შესაბამისად, საკლასო ოთახებში,თითოეული მოსწავლისთვის გათვალისწინებული კვების კონტეინერების გამოყენებით.

გილოცავთ ახალ 2021 წელს ?❤️✨

სკოლა -გიმნაზია "პირველის" ხელმარჯვე ოსტატები და თამილა მასწავლებელი გვიქმნიან საახალწლო განწყობას და გვილოცავენ ახალ 2021 წელს!?❤️✨

image

ფსიქოლოგის საათი

თემა: სკოლა, მოზარდი და შეცვლილი რეალობა

მოსწავლეებმა გვაზიარეს იაპონურ ხელოვნებას "იკებანა და დეკუპაჟი"

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებ
პედაგოგი: თამარ ფიროსმანაშვილი
კლასი: მეშვიდე
კომლექსური დავალების პრეზენტაცია

მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა

მეხუთე კლასმა იმუშავა თემაზე "მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა." იგი გაიცნეს, როგორც მხატვარი, პოეტი, არქიტექტორი და მოქანაკე. სიქსტეს კაპელის "განკითხვის დღე" განსაკუთრებით რთულ და საინტერესო ნამუშევრად მიიჩნიეს. ამიტომ გადავწყვიტეთ მიქელანჯელოს შეგრძნებები გაგვეღვიძებინა ჩვენში და ზუსტად იმ პოზაში გვეცადა დახატვა, როგორც თავად ხატავდა ოთხი წლის განმავლობაში ტაძრის ჭერს. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საკმაოდ რთულია ფოკუსის გასწორება, ფანქრის დამორჩილება და სხეულის მართვა ამ მდგომარეობაში! თუმცა სცადეს! ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა იდეალური ნამუშევრის შექმნა, ჩვენ გვსურდა დიდი მხატვრის შეგრძნებები გაგვეცოცხლებინა ჩვენში და ეს შევძელით! ერთი დღე, მე - მიქელანჯელო!